„ვაინ კახეთის“ ისტორია იწყება იმ დღიდან, როცა გადავწყვიტეთ, საუკუნის მანძილზე დაგროვილი უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ღვინოდ გვექცია. მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დავიწყეთ ვენახებისთვის ადგილის შერჩევა. ამ ეტაპზე, „ვაინ კახეთი“ ღვინოს გურჯაანის, ახმეტისა და თელავის რაიონებში მოყვანილი ყურძნისგან ამზადებს. უკვე ვიღებთ საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის უმაღლესი ხარისხის მოსავალს.
ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვაზის ნერგებიდან იწყება. ამიტომ, ნერგები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სანერგიდან, იტალიური „რაუშედოდან“ ჩამოვიტანეთ; უნიკალური სამეცნიერო გამოცდილებით, გავაშენეთ ვენახი და დავიწყეთ ვაზზე ზრუნვა.