სწავლულების აზრით ყოველგვარი ღვინისათვის, სუსტია იგი თუ ჯანიანი, უღონოა თუ ძლიერი, ცოტა ალკოგოლიანია თუ მაგარი, როცა ის მომწიფებული და დამთავრებული, აუცილებლად საჭიროა გრილი ადგილი. ღვინის დამყენებელმა არ უნდა დაივიწყოს რომ ღვინო ცოცხალ არსებასა ჰგავს და იმგვარადვე ჰსუნთქავს ჰაერის მჟავბადს ჭურჭლის კედლებიდან შესულს გარედან. ჰაერს, რასაკვირველია, შეჰყვება თან ყველა ის, რაც მასშია, მაშასადამე ყოველგვარი სუნი — შმორის სუნი, ძმრის სუნი, თევზის და სხვა. ამისათვის მარანში თუ სარდაფში ჰაერი სრულებით წმინდა უნდა იყოს.