ლეგენდა ვივი

ქართული გენოფონდის გადარჩენის მიზნით, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რეგიონში პირველი მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი – ვივი დაფუძნდა.
ქართული ვაზის გადასარჩენად, წამყვანმა სპეციალისტებმა, სოლომონ ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით, დაიწყეს მუშაობა მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიმართულებით.

სამუშაოები მოიცავდა ვაზის აბორიგენული ჯიშების მოძიებას, შეგროვებას, კვლევასა და დაცვას. ამ მიზნით, დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზა.

თელავში, პირველ საკოლექციო ნაკვეთზე, თავი მოუყარეს 400-ზე მეტ უძველეს ქართულ ჯიშს.

1921

1921

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში შეკრებილმა მეცნიერებმა შეძლეს ვაზის დაცვა იმ პერიოდში გავრცელებული დაავადებისგან, ფილოქსერასგან.

პირველად, სწორედ ინსტიტუტში დაისვა საწარმოო ჯიშების დარაიონების საკითხი, გამოიყო საწარმოო ჯიშების კლონები.

თელავის ექსპერიმენტულ ბაზებში გაშენებული იყო ამპელოგრაფიული კოლექცია – 1000-ზე მეტი ჯიში, 3,5 ჰექტარზე. მათგან 350 ქართული წარმოშობისაა. 700-მდე შემოტანილია საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, 58 – საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან.

1937

1937

ინსტიტუტმა მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა. ამ გზით, დამყარდა ევროპასთან კავშირი და ქართული ღვინის პოპულარიზება მთელ მსოფლიოში დაიწყო.

მევენახეთა და მეღვინეთა X საერთაშორისო კონგრესთან დაკავშირებით, გაიხსნა ექსპერიმენტული მარანი, სადაც დაცული იყო უნიკალური ღვინოების ენოთეკა 30 000 ბოთლით. უძველესი ბოთლი, 1906 წელს ჩამოსხმული ღვინო იყო.

1962

1962

2018

კომპანია „ვაინ კახეთის“ ძალისხმევით, და ინსტიტუტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, დაიწყო მუშაობა ვაზის გაშენების, მოვლის და ღვინის დამზადების უნიკალური გამოცდილების შესანარჩუნებლად.

2018

დღეს, საუკუნის გამოცდილებით გაშენებული ვენახებიდან ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მოსავალს და ვამზადებთ პრემიუმ ღვინოს.