ვიცით, რომ ქალების ორგანიზმში ღვინის მეტაბოლიზმი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში, რაც ფიზიოლოგიური თავისებურებებით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად ღვინის დამშლელი ფერმენტები კაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. აქედან გამომდინარე ქალებში შეზარხოშება და სიმთვრალე უფრო
დიდხანს გრძელდება.
ვიცით, რომ უმძიმესი ეპიდემიის გამომწვევი ტიფის და ჰოლერის გამომწვევი ბაქტერიები მშრალ ღვინოში რამდენიმე წუთის განმავლობაში იღუპებიან. ღვინის ზომიერი მიღება ამაგრებს არტერიებს, ამცირებს ქოლესტერინს სისხლში, დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებზე. თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ღვინოს გააჩნია ანტივირუსული მოქმედება ჰეპატიტ ა-ზე და ასევე ხუთ ცნობილ გრიპის გამომწვევ ვირუსზე. წითელი სუფრის ღვინო გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური
საშუალება კუჭნაწლავის, ჰიპერტონიის, სიმსუქნის დაავადებების დროს. კახეთში ეს დაავადებები საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
ვიცით, რომ ყველაზე ავტორიტეტული გამოკველვა ღვინის ზომიერად მიღების შესახებ დანიაში ჩატარდა.
ამ კვლევების თანახმად ქალებსა და მამაკაცებში, რომლებიც სადილზე 1-2 ბოკალ მშრალ წითელ ღვინოს მიირთმევენ, სიკვდილიანობის ზღვარი 50 პროცენტით იკლებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ამერიკელი მეცნიერები ეთანხმებიან დანიელ კოლეგებს. მათი აზრით, ღვინის ზომიერი მიღება 40-75 წლამდე მამაკაცებში, 36
პროცენტით ამცირებს კორონალური დაავადებების რისკს. მსგავსი შეფასებები აქვთ ინგლისელ მედიკოსებსაც, მათი აზრით ქალებში, რომლებიც დღეში 1-2 ბოკალ ღვინოს მიირთმევენ გულის ავადმყოფობა ორჯერ მცირეა ვიდრე არამსმელ ქალბატონებში.
ვიცით, რომ ღვინო ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ერთ ჭიქა წითელ ღვინო იმდენივე ანტიოქსიდანტური თვისებების მატარებელია რაც 20 ჭიქა ვაშლის წვენი.