თელავი
თელავში, იქ, სადაც საუკუნის წინ, მეღვინეობისა და მევენახეობის ინსტიტუტი დაფუძნდა, ახლა „ვაინ კახეთის“ პრემიუმ ღვინისთვის იკრიფება ყურძენი. ინსტიტუტის შენობის წინ, ძველ საკოლექციო ნაკვეთებზე, უმაღლესი ხარისხის რქაწითელი და საფერავი მოდის. კომპანია „ვივის“ საკუთრებაში, აქ, დაახლოებით, 30 ჰექტარი ნაკვეთია.